დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გაიმართა. ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების...

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გაიმართა. ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ისტორიის, ეკოსისტემების და ბუნებრივი ღირებულებების შესახებ.
ტურის შედეგად მომზადებული მასალები სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება და ფართო საზოგადოებას ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბუნებრივ გარემოს და მის მნიშვნელობას გააცნობს.
ჟურნალისტებისთვის ინფოტურის მოწყობა მიზნად ისახავდა საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის, ეკოტურიზმის განვითრების და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობას.
ჟურნალისტებს, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოგზაურობის დროს, საშუალება ჰქონდათ ახლოდან დაკვირვებოდნენ ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალურ ბინადრებს — ქურციკებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ქურციკების გამრავლების სეზონია, რის გამოც სამუხის ველზე ვიზიტორთა გადაადგილება განსაკუთრებული სიფრთხილითა და დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების მითითებების შესაბამისად ხორციელდება.