დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სასწავლო გაცვლითი ვიზიტი ესტონეთში

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადმინისტრაციების თანამშრომლები, სასწავლო გაცვლითი ვიზიტით  ესტონეთში იმყოფებოდნენ. აღნიშნული სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი საბჭოს  ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა („ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“).

პროექტის მიზანია, ესტონეთსა და საქართველოს შორის დაცული ტერიტორიების მართვის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო საპროექტო წინადადებების განსაზღვრა. პროექტი შემდეგ თემებს მოიცავს: ესტონეთის დაცული ტერიტორიების სისტემის გაცნობა (ევროკავშირის რეგულაციების ჩათვლით), დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვით საბჭოს შორის კონტაქტების გაცვლა, სამომავლო თანამშრომლობისთვის საპროექტო წინადადებების განსაზღვრა,  კვლევისა და მონიტორინგის დისტანციური მეთოდები დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში; ასევე, დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეების მართვისა და ტყის პათოლოგიების შეფასების საკითხები.  

პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და 9 თვის თავზე, 2015 წლის მაისში დასრულდება.  სამომავლოდ,  ესტონეთსა და საქართველოს შორის დაგეგმილია  კიდევ 3 გაცვლითი ვიზიტი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და საქართველო-ესტონეთს შორის თანაშრომლობის გაღრმავებას.