დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სასტუმრო „ბორჯომი პალას“-ში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მათზე შემდგომი რეაგირების საკითხებზე. ტრენინგის მიზანი დაცული ტერიტორიების კანონაღსრულების სფეროში ჩართული თანამშრომლებისთვის როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარების ხელშეწყობა იყო. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებს ჰქოდნათ საველე გასვლა, სადაც გათამაშდა სამართალდარღვევის ფაქტი და მისი მოკვლევა, შემდეგ კი მოეწყო იმიტირებული სასამართლო. ტრენინგის შემდეგი ეტაპი გაიმართება 22-26 ივლისს ყვარელში. აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) - ის მხარდაჭერით.