დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე განხილულ იქნა პონტოს მუხის დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლო გზები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხი. პროექტს თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც პონტოს მუხა შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის რესურსებით არამდგრადი სარგებლობის შედეგად საფრთხე ექმნება პონტოს მუხის ეკოსისტემას და შესაბამისად, აუცილებელია მუხის კორომებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.