დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც განიხილებოდა შემდეგი ძირითადი საკითხები: თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე აგროტურიზმის განვითარება, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონირების ცვლილება, საქართველოს კანონში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ ცვლილების შეტანა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დემარკაციის შედეგების გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო შექმნილია მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვანი ასახვისა და დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის მიზნით. ასეთი შეხვედრების ჩატარების ძირითადი მიზანია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კონსულტაციისა და მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა.