დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქცია

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ბუღდაშენის ტბის აღკვეთილზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ახალი შექმნილია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით ერთიორად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო ჩართვა.
აქციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის ორგანიზებით რეინჯერებთან ერთად ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. მონაწილეებს ასევე განემარტათ თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენს გარემოსთვის და რა ქმედებებია აუცილებელი პრევენციის კუთხით. დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

05.07.2014