ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯავახეთის ეროვნული პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართა მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები, გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლები. სტუმრები ადგილზე გაეცნენ ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრს და დაათვალიერეს ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტი დაფინანსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. პროექტი განხორციელდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) -ის მიერ. პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიებისთვის აშენდა ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა, სრულად აღიჭურვა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაიარეს სხვადასხვა სახის ტრენინგ კურსები, მომზადდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები დამხმარე ზონის სოფლებისთვის.