ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა

ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ბერიძემ ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულა. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით ხორციელდება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კედლების სამშენებლო ბლოკით ამოყვანა, სახურავის იზოლაციისა და იატაკის დაგების სამუშაოები. მძიმე კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ზამთარში ყინვასა და უხვ ნალექს, იმ მიზნით, რომ შენობა დაცული იყოს კლიმატური ზემოქმედებისაგან, მშენებლობის პროცესში გამოყენებულია თანამედროვე საიზოლაციო მასალები.

აღსანიშნავია, რომ შენობის პროექტირება განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასასრულს - ნოემბრის დასაწყისში.

20.09.2014.