ელექტრონული აუქციონი (ახმეტა)

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონსსსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა N2-ის (314 კვ.მ ფართი) (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 50.26.31.002) სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა N2-ის (314 კვ.მ ფართი) (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 50.26.31.002) აღდგენა/რეკონსტრუქცია, სასტუმროს მოწყობა და აღჭურვა საჭირო ავეჯითა და ინვენტარით ვიზიტორთათვის ღამისთევის სერვისის შეთავაზების მიზნით;

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ინვესტიცია; 

ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“ და “ა.ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

 

ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად;

გ) საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვროს ყოველწლიური ბრუნვის 10%-ის ოდენობით (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ქონებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ქონების სარგებლობაში მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, გადაცემული ქონების სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

დ) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (ქონების საბალანსო ღირებულების 0,5%) („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში);

ე) აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვროს ბრუნვის 1%-ის ოდენობით;

ვ) სარგებლობის ვადა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) წლით

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს