ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:

 ღამის გასათევ კოტეჯებს (არანაკლებ 5 ერთეული);
 კაფეტერიას;
 ბიოტუალეტს;
 გარე საშხაპეს;

გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია.

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/2wsFX7d