ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, ზეკარის უღელტეხილზე მდებარე 8,85 ჰექტარი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:

ვიზიტორთა ცენტს
ორ ერთეულ კაფეტერიას
არანაკლებ 40 ერთეულ საცხოვრებელ კოტეჯს
არანაკლებ 30 ერთეულ მცირე ზომის კოტეჯს
საკონფერენციო დარბაზს
3 ერთეულ საპიკნიკე ფანჩატურს
გამაჯანსაღებელ კომპლექსს
საჯინიბოს
დამხმარე ნაგებობებს
4 ერთეულ სველ წერტილს

გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 ლარის ინვესტიცია.

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/2vaAPV5