ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაქვისთავში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 240,7 კვ.მ (სასტუმრო) და 15 კვ.მ. (სველიწერტილი) შენობების და ქ. ფოთში, გურიის ქ.N222-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 378,3 კვ.მ შენობის სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.
⚠️ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის ვადაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა:
✅ მოაწყოს ღვინის სადეგუსტაციო სივრცე
✅ განახორციელოს სასტუმროს ძველი ნომრების რეაბილიტაცია
⚠️ გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს