ელექტრონული აუქციონი

2019 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩაატარა ელექტრონული აუქციონი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ე.წ „საბადურის ტყის“ მიმდებარედ 10 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.

საჯარო აუქციონი დასრულდა 2019 წლის 13 ივნისს. აუქციონში გაიმარჯვა შპს „საბადური ვილაჯე“-მ, რომელსაც 28 ივნისს გაუფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია ვალდებულია აღნიშნული ქონების სარგებოლობისთვის ყოველწლიურად გადაიხადოს - 160 000 ლარი.

ასევე, სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულს დაეკისრა ვალდებულება რომ, 2 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელებს არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციას და გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყობს შესაბამის ინფრასტრუქტურას ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს: - ღამის გასათევ კოტეჯებს - საკონფერენციო სივრცეს - კვების ობიექტებს - გამაჯანსაღებელ კომპლექსს - ვიზიტორთა ცენტრს - საჯინიბოს - ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონას სხვა დამხმარე ნაგებობებს (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა)   


იხილეთ ბრძანება