ფერმერთა კოოპერატივმა სატვირთო მანქანა გაეროს განვითარების პროგრამისგან მიიღო

ფერმერთა კოოპერატივმა მაღალმთიანი აჭარას სოფ. ჩიქუნეთში მიიღო სატვირთო მანქანა გაეროს განვითარების პროგრამისგან. ჩიქუნეთი მდებარეობს მაჭახელას ეროვნული პარკის ე.წ. „დამხმარე ზონაში“. სოფლის ადგილმდებარეობა შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა ბიოლოგიური მეურნეობისთვის, მათ შორის მეფუტკრეობისა და ხილ-ბოსტნეულის მოყვანისათვის. UNDP-ის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთობლივი პროექტი ხელს უწყობს მაჭახელას ეროვნული პარკის განვითარებასა და, ამავე დროს, ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს კოოპერატივების შექმნასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.