იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი „სინოფარმით" აიცრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რეინჯერებისა და სერვისის მომწოდებლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით იოსებაშვილი ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი ვაქცინა „სინოფარმით" აიცრნენ.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიების რეინჯერებს და ტექნიკურ პერსონალს უშუალო შეხება აქვთ ვიზიტორებთან, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ვაქცინაცია. მინდა მოვუწოდო როგორც ყველა ჩვენ თანამშრომელს, ისე მთელ საზოგადოებას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ვინაიდან ეს არის საშუალება დროულად დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.