ინციდენტი თბილისის ეროვნულ პარკში

თბილისის ეროვნულ პარკში ინციდენტი მოხდა. ადმინისტრაციის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურეობრივ ავტომანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეხლსასროლი იარაღის მჭიდი, 30 ვაზნით აღმოჩნდა. 

ამ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ინციდენტს, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის, ლევან კაპანაძის სამართალდამრღვევებთან უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს.

ანალოგიური ფაქტი გაზაფხულზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც მოხდა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის ავტომანქანაში ხელყუმბარა იპოვეს, მუქარის წარწერით „გაფრთხილებთ, წადი!“.
ამჟამად ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.