ინფო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ინფო ტური მოეწყო. ტურში მონაწილეობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და ტურ-ოპერატორებმა მიიღეს. ისინი გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს, ასევე, სააგენტოს თანამშრომლებმა პრეზენტაცია ჩაუტარეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ. მონაწილებმა მიჯნისყურე, ტახტითეფას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლი და ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე მოინახულეს. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისტორიულ ქიზიყში მდებარეობს. ვაშლოვანი საქართველოს ყველა სხვა დაცული ტერიტორიიდან აქ არსებული ნახევარუდაბნოს ეკოსისტემებითაა გამორჩეული.