ინფრასტრუქტურული პროექტები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება.

ეროვნული პარკი ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. სოფელ როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფს.