კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს დააზღვევს


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 68 000-მდე ევროს გამოყოფს. შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერთა 24 საათიანი მონიტორინგისა და რთული სამუშაო პირობების გამო, მათი ჯანმრთელობის დაზიანების რისკი დიდია.