კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა

სამეგრელოსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის კოლხური ბზის მდგომარეობის გასაცნობად მედია ტური მოეწყო.

მედია ტურის მონაწილეები მტირალას ეროვნულ პარკს ესტუმრნენ, სადაც მათ ადმინისტრაციის დირექტორმა დავით ხომერიკმა პრეზენტაცია ჩაუტარა მტირალას ეროვნულ პარკში გავრცელებული ბზის შესახებ.

მონაწილეებს ქალაქ ზუგდიდში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და CENN-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაუტარეს მტირალას, კინტრიშის, მაჭახელასა და კოლხეთში არსებული ბზის მნიშვნელობაზე, წამოჭრილ პრობლემებსა და რეკომანდაციებზე. 
მედიატურის ორგანიზატორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ( CENN) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყო. მედიატური განხორციელდა ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა - სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium Buxicola), რომელიც ,,ბზის სიდამწვრის’’ სახელითაა ცნობილი, 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.

სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შექმნილი სიტუაცია შეფასდა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.