კონფლიქტების მართვა დაცულ ტერიტორიებზე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივის ფარგლებში, შემუშავებული დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის სქემის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ინიციატივა საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გაცნობიერებისა და მათი გადაწყვეტის გზების დაგეგმვას ისახავს მიზნად.

ანგარიში ფოკუსირებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე და მის დამხმარე ზონაზე.
კვლევის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენდა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მაგალითზე მიდგომების ჩამოყალიბება, საქართველოში დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონფლიქტების დროული გამოვლენისათვის, შეფასებისა და გადაწყვეტისათვის და სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი მხარდაჭერისათვის. სამუშაო შეხვედრა როგორც ბორჯომში, ასევე ხარაგაულში გაიმართა და მიზნად ისახავდა კონფლიქტების თაობაზე მოსაზრებების გაზიარებას, ერთობლივი აღქმის ჩამოყალიბებას და კონფლიქტების მოგვარების გზებზე კომპრომისის მიღწევას.

პროექტს ორგანიზაცია „ჯორჯია’ს ენვაირონმენთალ აუთლუქ - GEO“ახორციელებს.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.