ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საპიკნიკე ფარდული აშენდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ადმინისტრაციის ეზოში აშენდა საპიკნიკე ფარდული, რომელიც 40 ადამიანზეა გათვლილი . ასევე დასრულდა სანჰიგიენური კვანძის სარეაბლიტაციო სამუშაოები. მშენებლობა კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ადმინისტრაციაში ასევე მიმდინარეობს ვიზიტორთა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. სასტუმროში 7 ნომერი იფუნქციონირებს, რომელიც 30 ადამიანს მოემსახურება. სასტუმროსთან აშენდება კაფეეტრეიაც. სამუშაოები ფონდი ქართუს, კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.