მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი ესტუმრა

მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მთავრობა აქტიურად არის ჩართული საქართველოს დაცული ტერიტორიების, ბუნების ძეგლების და დაცული ლანდშაფტების განვითარების პროცესში. მათ შორის, მაჭახელას დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესში, რომელიც მიზანმიმართულია უნიკალური ბუნების დაცვისა და ისტორიული დასახლებების შენარჩუნებისკენ.
ელჩი პეტრ კუბერნატი გაეცნო მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩნუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, მოინახულა მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2022 წელს შეიქმნა და ხელს უწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, ასევე, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოსა და მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.