მემორანდუმი ფილიპინების ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროსთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფილიპინების გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროს დირექტორმა ტერესა მუნდიტა ს. ლიმმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს და ფილიპინების დაცული ტერიტორიები დამეგობრდებიან. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს ბუნების კონსერვაციის, ლანდშაფტების დაცვის, განათლების და ეკოტურიზმის კუთხით არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამჟამად ფილიპინელი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ, რათა დაეხმარონ საქართველოს საზღვაო დაცული ტერიტორიების განვითარებაში. თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ფილიპინებში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო