მტირალას ეროვნულ პარკში შვლების გაშვების ღონისძიება გაიმართა

მტირალას ეროვნულ პარკში შვლების გაშვების ღონისძიება გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს მტირალას პარკში შვლების გაშვების ღონისძიებაში.

აღნიშნული ქმედება ბიომრავალფეროვნების დაცვისაკენ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რაც უდავოდ შეიტანს წვლილს ცხოველთა დაცვის და კონსერვაციის თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. გზააბნეული შვლები ბათუმის "6 მაისი პარკში" აჭარის რეგიონის მოსახლეობამ სხვადასხვა დროს მიიყვანა. მათგან ყველაზე უფროსი 3 წლისაა, ხოლო უმცროსი - 1 წლისა და 6 თვის. შვლების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, პარკის თანამშრომელთა ზრუნვის შედეგად, დადგინდა, რომ უკვე შესაძლებელია მათი ბუნებაში დაბრუნება.