რაჭის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსის I ეტაპი გამოცხადდა
რაჭის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსის I ეტაპი გამოცხადდა.
პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ იდეა საოჯახო ეკოტურიზმის საქმიანობის განვითარების შესახებ (მათ შორის საოჯახო სასტუმრო, აგრო- ტურიზმი, ტურისტული სერვისები და სხვა). ასევე, იდეასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის ამსახველი მასალები (მაგ: ფოტოები, არსებული რესურსების მოკლე აღწერა, სივრცისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია და სხვა).
კონკურსის დღეს განხორციელდება პირველადი საპროექტო იდეების შერჩევა. ხოლო, მასთან დაკავშირებული ობიექტების (ასეთის არსებობობის შემთხვევაში) დათვალიერება განხორციელდება შემდგომ დღეებში პროექტის წარმომადგენლის მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ონის მუნიციპალიტეტის გომის თემის, სოფლების გომისა და ჯინჭვისის მკვიდრ მოსახლეობას;
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
კონკურსის პირველი ეტაპის საჯარო პრეზენტაცია ჩატარდება: 2026 წლის 29 იანვარს;
მდებარეობა: სოფ. ჯინჭვისის სოციალური სივრცე;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 28 იანვრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ლამარა ბოჭორიშვილი, მობ: 598211915.
დამატებითი ინფოირმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
