რატი ჯაფარიძე სტუმრად მოლაშქრეთა ბანაკ იგლუში

რატი ჯაფარიძე სტუმრად მოლაშქრეთა ბანაკ იგლუში
13 იანვარს მცხეთაში, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ბანაკ "იგლუს" სტუმარი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე იყო. ბანაკი იგლუ სალაშქრო სეზონის გახსნამდე გრძელდება და იგი ყოველკვირეულ ხასიათს ატარებს. აქ მოსულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თემატურ ლექციებს, გაეცნონ ლაშქრობისა და ბუნებაში მოგზაურობის სპეციფიკის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მხარეს და სასიამოვნო მუსიკისა და ექსტრემალური ატრაქციონის ე.წ. ზიპლაინის თანხლებით საინტერესოდ გაატარონ დრო.
რატი ჯაფარიძე ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს დაცული ტერიტორიების ისტორიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, გააცნო მათ ეროვნულ პარკებში არსებული ტურისტული-სალაშქრო მარშრუტები და მოუწოდა მოინახულონ დაცული ტერიტორიები, რათა კიდევ უფრო კარგად გაითავისონ ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობა და სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ მას. პრეზენტაციის შემდეგ ბანაკში გაიმართა დისკუსია, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ უპასუხა ყველა მათ მიერ დასმულ, ეროვნული პარკების თემასთან დაკავშირებულ შეკითხვას.