საგრანტო ხელშეკრულება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშომლების 2016 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. ამის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა.
კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.
ხელშეკრულებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დენიელ სეპიკმა მოაწერეს ხელი.