სამუშაო შეხვედრა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის დაცული ტერიტორიების ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ეკო-ტურიზმში არსებული სიტუაცია, მისი განვითარების შესაძლებლობები და პოტენციალი განიხილეს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს აჭარის დაცული ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს მიმდებარე სოფლების მოსახელობისთვის დამატებითი შემოსავლების წყაროს შექმნას.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების თანამშრომლები, UNDP-ის ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აჭარის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები დაესწრნენ.