საქართველოს დაცული ტერიტორიები - მიღწევები და გამოწვევები

ბათუმში საქართველოს დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები: მიღწევები და გამოწვევები“.
შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თვრამეტმა ხელმძღვანელმა 2015 წლის ცხრა თვის ანგარიში წარმოადგინა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და ისეთი სისტემური პრობლემების შესახებ ისაუბრა, როგორიცაა ბრაკონიერებთან ბრძოლის გამკაცრების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების დახვეწის, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებათა კუთხით კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობა და სხვ. შეხვედრამ გამოცდილების გაზიარებისა და სამუშაო დისკუსიის ფონზე ჩაიარა, დაისახა სამომავლო მოქმედების გეგმები და არსებული გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზები.
ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილა ეკატერინე გრიგალავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი და GFA-ის წარმომადგენელი რამაზ გოხელაშვილი დაესწრნენ.
ღონისძიება GFA-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.