საქართველოს სამ დაცულ ტერიტორიას მაღალი გამავლობის ექვსი ახალი ავტომობილი გადაეცა

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა (GFA) ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სამ დაცულ ტერიტორიას (კინტრიშს, ყაზბეგს, ალგეთს) მაღალი გამავლობის ექვსი ახალი ავტომობილი გადაეცა, რაც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ავტომობილებით დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერები უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ მონიტორინგს.