სასწავლო გაცვლითი ტური ესტონეთში

სასწავლო გაცვლითი ტური ესტონეთში


                  




სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი საბჭოს  ერთობლივი პროექტის  ,,ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში, სსიპ დაცული ტერიტორიების თავმჯდომარე და თანამშრომლები სასწავლო გაცვლითი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან.

პროექტი ფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მისი ხანგრძლივობაა 9 თვე და სრულდება 2015 წლის მაისში.  პროექტის მიზანია ესტონეთსა და საქართველოს შორის დაცული ტერიტორიების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება და სამომავლო საპროექტო წინადადებების განსაზღვრა. პროექტი მოიცავს შემდეგ თემებს: ესტონეთის დაცული ტერიტორიების სისტემის გაცნობა (ევროკავშირის რეგულაციების ჩათვლით); დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვით საბჭოს შორის კონტაქტების გაცვლა, სამომავლო თანამშრომლობისთვის საპროექტო წინადადებების განსაზღვრა,  კვლევისა და მონიტორინგის დისტანციურ მეთოდები დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში; დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეების მართვისა და ტყის პათოლოგიების შეფასების საკითხები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ესტონეთსა და საქართველოს შორის კიდევ 5 გაცვლითი ვიზიტი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სსიპ დაცული ტერიტორიების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 10.09.2014