საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკი 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე საზაფხულო ბანაკს ესტუმრა რკონში, სადაც მან  ახალგაზრდებს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექცია ჩაუტარა, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.

ვიზიტის მიზანს  ახალგაზრდა თაობის   გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში და მომავალშიც გეგმავს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.  

 

01.08.2014