შემოწირულობის ხელშეკრულების ხელმოწერა

შემოწირულობის ხელშეკრულების ხელმოწერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა შემოწირულობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

იმის გათვალისწინებით, რომ პროკრედიტ ბანკმა მხარი დაუჭირა კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას  საქველმოქმედო შემოწირულობის სახით, პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამშრომლობას და სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში  ფონდს გადასცემს თანხას 10.000 ლარის ოდენობით, რომელსაც ფონდი გამოიყენებს 2014 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. 

16.06.2014