იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი


საჯარო განხილვის მიზნით წარმოგიდგენთ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტს, რომელიც მომზადდა ევროკავშირის საჯარო სამსახურებთან დაძმობილების (თვინინგი) პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის გაძლიერება” ფარგლებში. მის შექმნაში მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. აღნიშნული გეგმა მომზადდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის #110 ბრძანების (12.03.2014) - „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“  შესაბამისად.

დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა აქვს მენეჯმენტის გეგმის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები წარმოადგინოს მენეჯმენტის გეგმის პროექტის გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე - info@apa.gov.ge;  tkvantaliani@apa.gov.ge

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებული საჯარო განხილვა დაგეგმილია 2015 წლის 12 იანვარს, 13:00 საათზე, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში (პრომეთეს ვიზიტორთა ცენტრი, ქ.წყალტუბო, სოფ. ყუმისთავი).