სტუდენტური კონფერენცია ლაგოდეხში

სტუდენტური კონფერენცია ლაგოდეხში

არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ახალგაზრდები გარემოსთვის“.

კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სპეციალობის ოცმა სტუდენტმა. მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთი ფაკულტეტების სტუდენტები, როგორიცაა: ეკოლოგია, არქიტექტურა, სამსახიობო, სახვითი ხელოვნება, არქეოლოგია, ჟურნალისტიკა, იურიდიული და ა.შ. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემებზე.

კონფერენციის ბოლოს მოეწყო ეკოტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

13.06.2014