სტუდენტური მოხალისეთა პროგრამა დაიწყო

დღეიდან საქართველოს ხუთ დაცულ ტერიტორიაზე - ლაგოდეხი, ბორჯომი, მტირალა, თუშეთი, ოკაცე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირველი კურსის სტუდენტების მოხალისეთა პროგრამა დაიწყო. 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 10 დღის განმავლობაში, კარვებში, საველე პირობებში იცხოვრობენ. სტუდენტები გაეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, დაასუფთავებენ და მოაწესრიგებენ სარეკრეაციო ზონებს, მონაწილეობას მიიღებენ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში და დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახელობას. 2015 წელს მოხალისეთა პროგრამაში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების 600-მდე პირველკურსელი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

დაცული ტერიტორიების სააგენტო სტუდენტებთან თანამშრომლობით საფუძველს უყრის პრაქტიკული განათლების ინოვაციურ მიდგომას. პროგრამა უზრუნველყოფს ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას.