ვიზიტი აზერბაიჯანში ქურციკების რეინტროდუქციის თემაზე

ვიზიტი აზერბაიჯანში ქურციკების რეინტროდუქციის თემაზე
2013 წლის 15-18 დეკემბერს ქ. ბაქოში გაიმართა სემინარი ქურციკების (Gazella subgutturosa) აზერბაიჯა-
ნიდან საქართველოში რეინტროდუქციის თემასთან დაკავშირებით, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. რეინტროდუქციის პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ხელშეწყობით მიმდინარეობს და მის მიზანს იორ-მინგეჩაურის პრიორიტეტულ ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიაზე ბიო-მრავალფეროვნების გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღნიშნულ სემინარზე მონაწილე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქურციკების რეინტროდუქცია / მონიტო-რინგთან დაკავშირებული ღონისძიებები, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაუმჯო-ბესება და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
სემინარის შემდგომ გადაწყდა, რომ ზამთრის მკაცრ მეტეო-როლოგიურ პირობებთან დაკავშირებული სირთულეების გამო რვა ერთეული ქურციკის გადმოყვანა შირვანის ეროვნული პარკიდან ვაშლოვანში ბუნებრივი გზით განხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქურციკების ბუნებაში გაშვება აზერბაიჯანისა და საქათველოს საზღვართან მოხდება, ხოლო ისინი კი თავად გაიკვლევენ გზას ვაშლოვანის ეროვნული პარკისაკენ.
აღნიშნული ღონისძიება რეგიონში ბიომრავალფეროვნების აღდგენისაკენ მიმართულ ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითია, ხოლო იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოხდება რეინტროდუცირებული ქურციკების ადაპტაცია ახალ გარემოში, 2014 წლისთვის იგეგმება დამატებით 15 ერთეულის შემოყვანა. სულ კი მთლიანმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს 150 ერთეული.