ელგუჯა ხოკრიშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში იგი  ადგილზე გაეცნო მოწყობილ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც პროექტ „მწვანე არდადეგების“ ფარგლებში ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათების გამოფენა მოეწყო. ასევე მოინახულა პალიასტომის ტბაზე არსებული სარეინჯერო, საპიკნიკეები, მდინარე კაპარჭინაზე არსებული ნავმისადგომები და წყალმცურავი საშუალება- ტურისტული პანტონი.

ვიზიტის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა მოისმინა დეტალური ანგარიში კოლხეთის ეროვნულ პარკში დანერგილი სერვისების შესახებ, ასევე გაეცნო მიმდინარე პროექტებს, დემარკაციის საკითხსა და სამომავლო გეგმებს.

15.11.2014.