პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა ცენტრი
პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ყუმისთავში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი).
მანძილი:
- ქ. თბილისიდან მღვიმემდე - 240 კმ (4 სთ ავტომობილით);
- ქ. ქუთაისიდან 20 კმ (30 წთ ავტომობილით).
მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
- დიდუბის ავტოსადგურიდან ქ. ქუთაისის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე (10 ლარი, 3 სთ);
- ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურიდან, წყალტუბოს გადასახვევიდან და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წყალტუბოს მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე (1 ლარი, 30 წთ);
- წყალტუბოს ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან პრომეთეს მღვიმის მიმართულებით მიკროავტობუსი N42 გადის ყოველდღე, ორშაბათის გარდა (2 ლარი, 20 წთ).
შესვლის ღირებულება:
- ზრდასრული - 10 ლარი
- სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 3,5 ლარი
გიდის მომსახურება პრომეთეს მღვიმეში ხორციელდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.
დამატებითი შეთავაზება:
- VIP მომსახურება - 1-დან 10 ადამიანის ჩათვლით - 100 ლარი + ბილეთი, 11-დან 20 ადამიანის ჩათვლით - 200 ლარი + ბილეთი
- სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი -100 ლარი
- ნავით გადადგილება მღვიმეში - 7 ლარი
- აუდიო გიდი - 7 ლარი
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე
სამუშაო დღეები: ყოველდღე ორშაბათის გარდა
მღვიმეში წლის დონის მომატების შემთხვევაში ნავით გადაადგილება არ არის დაშვებული
საკონტაქტო პირი:
ლიკა კაპანაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ.: 577 10 14 17, ელ-ფოსტა: likakapanadze2014@gmail.com
ნათია ანდღულაძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72; ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge
სამუშაო დღეები:
ყოველდღე ორშაბათის გარდა
კოორდინატები:
X - 302473 Y - 4694397
სერვისები და ტარიფები - პრომეთეს მღვიმე
ბილიკები - პრომეთეს მღვიმე
სასტუმროები
რეგიონის ღირსშესანიშნაობანი
ფოტოგალერეა - პრომეთეს მღვიმე
გვიპოვეთ MyGeorgia-ზე - პრომეთეს მღვიმე
გვიპოვეთ Google Maps-ზე - პრომეთეს მღვიმე