საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალია, რომელთა საერთო ფართობი 128 967.5 ჰექტარს შეადგენს. პირველი ნაკრძალი - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, 1912 წელს დაარსდა.

სახელმწიფო ნაკრძალი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ კატეგორიას. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიური და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდისა და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

ასეთი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.

ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი

სრულად ნახვა

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

სრულად ნახვა

სამინისტროს უწყებები