ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდეურეს ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.
ვიზიტორთა ცენტრი: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. N197
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტებს სთავაზობს. 5 კეთილმოწყობილი და მარკირებული ბილიკი ხელუხლებელი ველური ლანდშაფტით მდიდარ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სალაშქრო, საგანმანათლებლო, საცხენოსნო და კულტურული ტურების ფართო არჩევანს იძლევა. ადმინისტრაციის ეზოში საგანგებოდ ბავშვებისთვისაა მოწყობილი 600 მეტრიანი ,,ბუნების შემეცნებითი ბილიკი".
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- კარავი - 10 ლარი;
- ზურგჩანთა - 5 ლარი;
- საძილე ტომარა -5 ლარი;
- პარალონი - 3 ლარი;
- საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) - 150 ლარი;
- ცხენი - 70 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
- საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, შავი კლდეების ტბის ტური კი მხოლოდ ივნისიდან ნოემბრამდე
შენიშვნა: მაჭის ციხისა და შავი კლდეების ტბის მონახულებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განთავსება
- ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში: 1 ადამიანი - 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ
ზაზა წოდოლიშვილი, ვიზიტორთა მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი,
ტელ: 577 10 18 34, ელ-ფოსტა: azats2002@yahoo.com
თეა შალვაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ტელ: 577 10 18 90,
ელფოსტა tshalvashvili@gmail.com
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Maps-ზე