Охраняемые территории Чачуна

ჭაჭუნას აღკვეთილი  საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ივრის ორივე ნაპირს 70 კმ-ის მანძილზე მიუყვება.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5

მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით საინტერესო ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • კარავი -10 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • პარალონი - 3 ლარი;
  • ზურგჩანთა- 5 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 5 ლარი;
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა - 5 ლარი (თევზჭერის დღიური ლიმიტია15 კგ-მდე თევზი).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ  ერთი დაჭერილი თევზის წონა აღემატება 15 კგ-ს, დაუშვებელია მეტი თევზის დაჭერა.                           

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი);
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისთვის საუკეთესო პერიოდი გრძელდება აპრილიდან ივლისის ბოლომდე;
  • ენდემური სახეობების (ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა) ყვავილობის პერიოდი გრძელდება აპრილიდან მაისის ბოლომდე;
  • საკმლის ხის ნაყოფის მწიფობის პერიოდი გრძელდება სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე.

 განთავსება

  • ერთადგილიანი სასტუმრო ნომერი ჭაჭუნას აღკვეთილში -15 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
  • ორადგილიანი სასტუმროს ნომერი ჭაჭუნას აღკვეთილში - 25 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 15 ლარი.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნოდარ ტეტელოშვილი, დირექტორი ტელ: 577 10 18 11, ელფოსტა: nteteloshvili@apa.gov.ge

 

როგორ მოვხვდეთ აღკვეთილში
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Maps-ზე