ჭაჭუნას დაცული ტერიტორიები

ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ივრის ორივე ნაპირს 70 კმ-ის მანძილზე მიუყვება.
ვიზიტორთა ცენტრი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5
მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით საინტერესო ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:
- საკარვე ადგილი 1 ადამიანი / 1 დღე - 10 ლარი;
- კარავი 1 დღე - 20 ლარი;
- პარალონი 1 დღე - 5 ლარი;
- საძილე ტომარა 1 დღე - 10 ლარი;
- ზურგჩანთა 1 დღე - 10 ლარი;
- ჭოგრიტი 1 დღე - 10 ლარი;
- სპორტული თევზაობა დღიური ლიმიტი განისაზღვრება 10 კგ-მდე (შენიშვნა იმ შემთხვევაში, თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 10 კილოგრამს, დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალის დაჭერა) 1 ადამიანი / 1 დღე - 10 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი (1 ცალი, 10 კაციანი) 1 დღე - 20 ლარი;
გაფრთხილება
სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:
ჭაჭუნას, ქესამნის და ჩათმის სასაზღვრო პუნქტები.
საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი);
- სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისთვის საუკეთესო პერიოდი გრძელდება აპრილიდან ივლისის ბოლომდე;
- ენდემური სახეობების (ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა) ყვავილობის პერიოდი გრძელდება აპრილიდან მაისის ბოლომდე;
- საკმლის ხის ნაყოფის მწიფობის პერიოდი გრძელდება სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე.
განთავსება
- სასტუმრო ნომერი სარეინჯეროს ეზოში 1 დღე / 1 ადგილიანი - 30 ლარი;
- სასტუმრო ნომერი სარეინჯეროს ეზოში 1 დღე / 2 ადგილიანი - 50 ლარი;
- სასტუმრო ნომერი სარეინჯეროს ეზოში 1 დღე / 3 ადგილიანი - 60 ლარი;
- კოტეჯი აღკვეთილის ტერიტორიაზე (4 ადგილიანი) 1 ადამიანი/ 1 დღე - 30 ლარი; ფასი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ნოდარ ტეტელოშვილი, დირექტორი ტელ: 577 10 18 11, ელფოსტა: nteteloshvili@apa.gov.ge
როგორ მოვხვდეთ აღკვეთილში
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე
