Национальный парк Мтирала
მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი სოფ. ჩაქვისთავში მდებარეობს.
ადმინისტრაცია: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. N 13
ვიზიტორთა ცენტრი: სოფ. ჩაქვისთავი
მტირალას ეროვნულ პარკში 2 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურებს სთავაზობენ. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით, ზიპლაინი, ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე ჩასრიალდენ.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 15 ლარი;
- კარავი: 10 ლარი;
- საკარვე ადგილი: 5 ლარი;
- ზურგჩანთა: 5 ლარი;
- საძილე ტომარა: 5 ლარი;
- პარალონი: 3 ლარი;
- საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი;
- ცხენით მომსახურება: 50 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი 5 ადამიანზე - 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი 10 ადამიანზე - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
- საკარვე ადგილი: 1 ადამიანი - 5 ლარი.
- ცხენის ქირაობა: 1 დღე - 50 ლარი; საკონტაქტო პირები: ხვიჩა კონცელიძე, ტელ: 558 65 39 62; მერაბ კონცელიძე, ტელ: 593 61 28 50;
- თოკების პარკი (მარშრუტი მოზარდებისთვის) 1 ადამიანი - 15 ლარი;
- თოკების პარკი (მარშრუტი საოჯახო) - 1 ადამიანი - 20 ლარი.
ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით
- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე;
- ენდემური მცენარეების ყვავილობის პერიოდია - პონტოს და უნგერნის შქერის - აპრილი-ივნისი; ვორონოვის თეთრყვავილას - მარტიდან აპრილის პირველ ნახევრამდე;
- ზიპლაინი ფუნქციონირებს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
განთავსება:
- ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - 1 ადამიანი - 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
- ვიზიტორთა ცენტრში (სოფ. ჩაქვისთავი): ორადგილიანი ნომერი - 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 30 ლარი.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ელ-ფოსტა: teogvianidze@gmail.com
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Maps-ზე