მტირალას ეროვნული პარკი

 

მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი სოფ. ჩაქვისთავში მდებარეობს.

ადმინისტრაცია: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. N 13  

ვიზიტორთა ცენტრი: სოფ. ჩაქვისთავი

მტირალას ეროვნულ პარკში 2 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურებს სთავაზობენ. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით, ზიპლაინი, ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე ჩასრიალდენ.

 

    

 

 

 

 

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 15 ლარი;
  • კარავი: 10 ლარი;
  • ზურგჩანთა: 5 ლარი;
  • საძილე ტომარა: 5 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი;
  • ცხენით მომსახურება: 50 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი 5 ადამიანზე - 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი  10 ადამიანზე - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
  • საკარვე ადგილი: 1 ადამიანი - 5 ლარი.
  • ცხენის ქირაობა: 1 დღე - 50 ლარი; საკონტაქტო პირები: ხვიჩა კონცელიძე, ტელ: 558 65 39 62; მერაბ კონცელიძე, ტელ: 593 61 28 50; 


ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე;
  • ენდემური მცენარეების ყვავილობის პერიოდია - პონტოს და უნგერნის შქერის - აპრილი-ივნისი; ვორონოვის თეთრყვავილას - მარტიდან აპრილის პირველ ნახევრამდე;
  • ზიპლაინი ფუნქციონირებს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

 

განთავსება:

  • ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - 1 ადამიანი - 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
  • ვიზიტორთა ცენტრში (სოფ. ჩაქვისთავი): ორადგილიანი ნომერი - 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 30 ლარი.
 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

 

თეონა გვიანიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, ტელ: 577 10 18 89,
ელ-ფოსტა: 
teogvianidze@gmail.com
 
 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ MyGeorgia-ზე
გვიპოვეთ Google Maps-ზე