Tusheti Protected Areas Additional Sightseeing in the Region

თუშეთის დაცული ტერიტორიები მდიდარია ისტორიულ კულტურული ძეგლებით:

  • კესელოს კომპლექსი (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 2 კმ-ის მოშორებით. კესელოს კომპლექსთან მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. ფოტო გალერეა
  • ციხე-სოფელი დიკლო (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 15 კმ-ის მოშორებით. სამანქანე გზით მისვლა შესაძლებელია სოფელ დიკლომდე (ომალოდან 13 კმ), საიდანაც საფეხმავლო ბილიკი მიემართება ციხე-სოფელ დიკლომდე. ფოტო გალერეა
  • შენაქოს ეკლესია (XIX ს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობის სოფელ შენაქოში, ქვემო ომალოდან 8 კმ-ის მოშორებით. შენაქოში მისვლა და ეკლესიის მონახულება შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. ფოტო გალერეა
  • ნასოფლარი აგეურთა (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 9 კმ-ის მოშორებით. ომალოდან შენაქომდე (8 კმ) შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ორხიდიანი მანქანით მისვლა. შენაქოდან აგეურთამდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი.
    ილიურთის ეკლესია (XIX ს) - მდებარეობს გომეწრის ხეობაში, სოფელ ილიურთაში, სოფელ ქვემო ომალოდან 23 კმ-ის მოშორებით. სოფელ ილიურთაში მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. ფოტო გალერეა
  • სოფელ წაროს არქიტექტურული კომპლექსი და წაროს აკლდამა-საყდრები (შუა საუკუნეები) - მდებარეობს წოვათის თემში. სოფელ ქვემო ომალოდან წარო მდებარეობს 28 კმ-ის მოშორებით. წარომდე მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. წაროში მოსახვედრად ვიზიტორმა უნდა გაიაროს გომეწრის ხეობა. ფოტო გალერეა
  • სოფელი დართლოს არქიტექტურული კომპლექსი (გვ. შუა საუკუნეები) - მდებაროებს პირიქითის ხეობაში. სოფელ ქვემო ომალოდან 18 კმ-ის მოშორებით. დართლოს არქიტექტურული კომპლექსი აერთიანებს ციხე-კოშკებს, აკლდამა-საყდრებს (XV-XVII სს), საბჭეოს (XVII-XVIII სს) და დართლოს ეკლესიას (XIX ს). დართლოში მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით. ფოტო გალერეა
  • სოფელ ჭონთიოს არქიტექტურული კომპლექსი (XVII-XVIII სს) - მდებარეობს პირიქითის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 37 კმ-ის მოშორებით. ჭონთიომდე მისვლა შესაძლებელია ფეხით. სამანქანე გზა სოფელ გირევში მთავრდება, საიდანაც ჭონთიომდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი. ფოტო გალერეა