2019 წლის 18 ნოემბერს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა

2019 წლის 18 ნოემბერს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა.
დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე, ადგილობრივი „მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შემუშავდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად.