2025 წლის 8 თვეში, ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაცული ტერიტორიების სოციალური ჭრის ტყეკაფებიდან გაცემულია 1 422 კუბური მეტრი საშეშე მერქანი

2025 წლის 8 თვეში, ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაცული ტერიტორიების სოციალური ჭრის ტყეკაფებიდან გაცემულია 1 422 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.
აღნიშნულ პერიოდში, საშეშე მერქნის გაცემის პროცესი 12 დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდა, ესენია: ალგეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, თბილისის, გურიის, კოლხეთის, რაჭის, კვერეთის, ტანას, მარიამჯვრის, ლაგოდეხის, კინტრიშისა და მაჭახელას დაცული ტერიტორიები.
ყოველწლიურად, დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დაახლოებით 3 000-მდე კომლი მარაგდება საშეშე მერქნით. აღნიშნული პრაქტიკა ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსისა და მდგრადი გამოყენების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ასევე, დაცულ ტერიტორიებზე ტყის ეკოსისტემების დაცვასა და შენარჩუნებას.