5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ დედაენის ბაღში მრავალფეროვანი სივრცით იყო წარმოდგენილი

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ დედაენის ბაღში მრავალფეროვანი სივრცით იყო წარმოდგენილი.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში განთავსებული იყო საქართველოს უნიკალური დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტო სტენდები; მოეწყო სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ინსტალაციები; სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ემოგზაურათ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო პროექტის “ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კლიმატის ცვლილების შემსუბუქების მნიშვნელობაზე.

ამ პროცესში დაცული ტერიტორიების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკოსისტემების დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტიას წარმოადგენს.